4-7 ოქტომბერს პირველი „ქართული კინოს ფორუმი“ ბაკურიანში გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმები:
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანის კინოფორუმში მონაწილეობას იღებდა კანის კინოფესტივალის პროგრამის „კრიტიკოსთა კვირეულის” ხელმძღვანელი – შარლზ ტესონი, რომელიც საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდა საქართველოში. კანის ფესტივალის წარმომადგენელმა ფესტივალის გამორჩეული ფილმების პროგრამა შესთავაზა ფორუმის მონაწილეებს. გარდა ამისა, შარლზ ტესონმა გამართა საჯარო ლექცია და პრეზენტაცია ახალგაზრდა ქართველი კინოკრიტიკოსებისთვის.