25-30 ივნისს ბაკურიანმა ქართული კინოს ფორუმს მესამედ უმასპინძლა.
ღონისძიების მონაწილეებმა რეგულაციების დაცვით ნახეს ახალი ქართული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მათ შორის ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევრი „ანტონი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შერჩეული და უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი „დასაწყისი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი), ასევე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში) და ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომლის მსოფლიო პრემიერაც წელს გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ბაკურიანის კინოფორუმს ესწრებოდნენ კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები. კინოჩვენებების გარდა, ფორუმის სტუმრებს “შემოქმედებითმა ევროპამ” შესთავაზა პრეზენტაცია და საინტერესო დისკუსია ქართულ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესებზე.
ქართული კინოს ფორუმის მონაწილე ფილმები: