20-იანი წლების ქართული კინო
1920-იანი წლები ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი დეკადაა, როგორც ფორმისეული ძიებებისა და მიგნებების, ისე ცალკეული თემებისა და ეპოქალური იდეოლოგიის გამოხატვის თვალსაზრისით.
გასაბჭოების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კინო ახალ ფაზაში შევიდა 20-იანი წლების პირველ ნახევარში, კინოწარმოების პროცესში რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორები ჩაერთვნენ: ამო ბეკ-ნაზაროვი, ივანე პერესტიანი, ვლადიმერ ბარსკი. ამ პერიოდში, ერთგვარი ტენდენცია იყო ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია და ფილმები, როგორც ქართველი (ეგნატე ნინოშვილი, დავით კლდიაშვილი, ალექსანრდე ყაზბეგი) ისე უცხოელი (შტეფან ცვაიგი, მიხეილ ლერმონტოვი, ეთელ ლილიან ვოინიჩი) მწერლების ნაწარმოებებზე დაყრდნობით კეთდებოდა. ეს ტენდენცია, განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ასპარეზზე ქართველი რეჟისორები გამოჩნდნენ, რომელთაც მოახერხეს ქართული თეატრისა და ოპერის გამოცდილება წარმატებით გადაეტანათ ეკრანზე: კოტე მარჯანიშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“ (1926) „ამოკი“(1927); ალექსანდრე წუწუნავა („ვინ არის დამნაშავე“ (1925), „ხანუმა“ (1926) და სხვა).
1920-იანი წლები ასევე აქტიური პერიოდი იყო მათთვის, ვისაც ვიზუალური ექსპერიმენტები და ფორმისეული ძიებები აინტერესებდა. ეს რეჟისორები უარს ამბობდნენ მოძველებულ გამომსახველობით ტრადიციებზე და ფუტურისტულ-ავანგარდული პათოსით გაჟღენთილ სრულიად „ახალი კინოს“ ქმნიდნენ; კინოს, რომელიც სრულიად დაცლილი იყო თეატრისა და ლიტერატურისგან და ახალ, საკუთარ გამოსახველობით ენას ეძებდა: მიხეილ კალატოზიშვილი („ჯიმ შვანთე“ , 1929), ნიკოლოზ შენგელაია („გიული“, 1927; „ელისო“, 1928); „კოტე მიქაბერიძე („ჩემი ბებია“, 1929) ) მიხეილ ჭიაურელი („უკანასნელ საათს“, 1929; „საბა“, 1929) და სხვები.
ამ რეჟისორებმა 20-იანი წლები თავისი შედევრებით ქართული კინოს ოქროს ეპოქად აქციეს.