1920-იანი

მამის მკვლელი

მოხევე იაგოს ახალგაზრდა ქალი ნუნუ შეუყვარდება, რომელიც ხანდაზმულ გირგო­ლასაც მოსწონს. გირგოლას ცოლი ჰყავს და ნუნუს შერთვა არ შეუძლია. ხელმწიფის სამსახურში მყოფი გირგოლა თავის მდგომარეობას გამოიყენებს და ნუნუს ძალით დასწერს ჯვარს თავის ძმა-ნინიაზე, იაგოს კი სრულიად უმიზეზოდ დააჭერინებს. გირგოლა ნუნუს აუპატიურებს, შეურაცხყოფილი ქალი თავის დახრჩობას გადაწყვეტს, მაგრამ იაგოს მეგობრები გა­დაარჩენენ და მამასთან მიიყვანენ. საპატიმროდან გამოქცეული იაგო სატრფოს მიაკითხავს. ბოროტი გირგოლა, ჩაფრებთან ერთად, ვერაგულად კლავს იაგოს და მის მეგობრებს. მათი დახოცვის შემდეგ ქურდულად შეიპარება ნუნუს მამის  სახლში  და  მოხუცებულს სიცოცხლეს გამოასლამებს. მკვლელობას ნუნუს დააბრალებენ. უდანაშაულო ქალს სამარცხვინო ბოძზე გააკრავენ და ციმბირში გადაასახლებენ.