გორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაობლებულ გოგის სადგურის უფროსი შეიფარებს. გოგი ნანგრევებში მეგობარ კიკოს იპოვის და მას გადაარჩენს. კიკოს სამკურნალოდ თბილისში გზავნიან, მაგრამ გოგის მასზე დარდი არ ასვენებს და კიკოსთან, თბილისში ჩადის. დედაქალაქში ბიჭი ფეხსაცმელების წმენდით ირჩენს თავს და უხელოდ დარჩენილ კიკოს საავადმყოფოში მარტოს არ ტოვებს. რევოლუციის შემდეგ უსახლკაროდ და ობლად დარჩენილი ბავშვები სამხატვრო სტუდიაში იწყებენ სწავლას.
გოგი რატიანი
44 წთ, სახკინმრეწვი სცენარის ავტორი: არისტო ჭუმბაძე რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი, ვლადიმერ კერესელიძე მსახიობები: გოგი დადეშქელიანი, ირინე დონაური, ზაალ ტურიშვილი, ნუცა ჩხეიძე,ალექსანდე (სანდრო) დადეშქელიანი, ბიძინა გიორგობიანი, ალექსანდრე თაყაიშვილი, ცეცილია წუწუნავა, ვალერიან გუნია, სერგო ამაღლობელი, ალექსანდრე (შურა) ჯაგარბეკოვი. ჩამოტანის წელი - 2007, აღდგენის წელი - 2020 ინტერტიტრი - ქართული, სუბტიტრი - ინგლისური, ხელმისაწვდომი ფორმატი - DCP აღდგენილია ეროვნულ არქივში გიორგი კაკაბაძის მიერ.