1920-იანი

ქალი ბაზრობიდან

ფილმი გადაღებულია იუჯინ ო,ნეილის პიესის მიხედვით „სიყვარული თელებ ქვეშ“ ამერიკელი ფერმერის ადამსის დაქორწინება ახალგაზრდა, ანგარებიან ელენზე მისი სამი ვაჟის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. უფროსი ძმა რიჩარდი უმცროსებს კლონდაიკში ოქროს საძებნელად გამგზავრებას აიძულებს, თვითონ კი დედინაცვლის საყვარელი გახდება. რიჩარდი დედინაცვლისგან მამის, მოხუცი ადამსის მოკვლას მოითხოვს. ელენი ვერ მიუხვდება რიჩარდს და ქმრის ნაცვლად თავის ახალშობილ პირმშოს მოკლავს. სასოწარკვეთილი ადამსი უფსკრულში გადაიჩეხება. ელენს და რიჩარდს აპატიმრებენ.