1920-იანი

არსენა ჯორჯიაშვილი

ფილმი ასახავს 1905 წლის რევოლუციის  ერთ­-ერთ  ეპიზოდს: თბილისის საორთქმავლო დეპოს მუშების გაფიცვას და მათ ბრძოლას მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. მეფისნაცვალთან მოწვეულ სხდომაზე გენერალი გრიაზნოვი სასტიკი ზომების მიღებას მოითხოვს და უსწორდება გაფიცულ მუშებს. რევოლუციური მოძრაობის მეთაურებს კი აპატიმრებენ. მუშები შურისძიებას გადაწყვეტენ და გრიაზნოვის მოკვლას ახალგაზრდა მუშას არსენა ჯორჯიაშვილს ავალებენ. ის ყუმბარით ააფეთქებს გენერალს. ჯორჯიაშვილს აპატიმრებენ და სიკვდილით სჯიან.