1920-იანი

ელისო

ფილმი გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ჩეჩენ ელისოს და მოხევე ვაჟიას ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელია. მეფის რუსეთის მმართველობას ჩეჩენი ხალხის მშობლიური მიწიდან გადასახლება სურს და მათ სახლებში რუსი კაზაკების ჩასახლებას აპირებს. სოფლის მოსახლეობა გუბერნატორს წერილს უგზავნის და კუთვნილ მიწაზე დარჩენას სთხოვს, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოა. სამშობლოსთან და შეყვარებულთან განშორების წინ ახალგაზრდა ჩეჩენი ქალი ხალხისგან დაცარიელებულ სოფელს გადაწვავს.