1920-იანი

სურამის ციხე

ფილმი გადაღებულია დანიელ ჭონქაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ყმა დურმიშხანს მხევალი ვარდუა უყვარს. ყმობისგან გასათავისუფლებლად და ვარდუაზე დასაქორწინებელი ფულის საშოვნელად მდიდარ ვაჭარს ოსმან–აღას დაუდგება ნოქრად. მდიდრდება და ცოლად სხვა ქალს ირთავს. მის ლოდინში დატანჯულ ვარდუას კი- ივიწყებს. წლების შემდეგ, ცნობილ მკითხავად ქცეული, იმედგაცრუებული ქალი დურმიშხანზე შურისძიებას გადაწყვეტს. ვარდუას რჩევით სურამის ციხის კედლის გასამაგრებლად დურმიშხანის ერთადერთ ვაჟს ზურაბს ცოცხ¬ლად ჩაატანენ, გამწარებული მამა შურის საძიებლად მკითხავთან მიიჭრება და ვარდუას იცნობს. ქალი დურმიშ¬ხანს ზხანჯლით განგმირავს და თვითონაც თავს იკლავს.