1920-იანი

სამანიშვილის დედინაცვალი

ფილმი გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მისი ვაჟი პლატონი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს გაჭირვებით არჩენს, ამის სასტიკი წინააღმდეგია. ქონების მოზიარის გაჩენით შეშინებული პლატონი მოხუც მამას საცოლეს თავად უპოვის - ორნაქმარებსა და უშვილოს. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ბეკინა სამანიშვილს მემკვიდრე უჩნდება.