1920-იანი

არსენა ყაჩაღი

არსენას თანასოფლელ გლეხს ბატონის ბრძანებით ქორწილიდან პატარძალს მოსტაცებენ. არსენა უშედეგოდ ცდილობს ბატონისგან გლეხის ცოლის დახსნას. ბატონი შემდეგ არსენას ცოლს შეაცდენს და შეურაცხყოფილი გლეხი ბატონზე შურს იძიებს - სახლს გადაუწვავს. საპყრობილედან გაქცევის შემდეგ არსენა ამბოხებულ გლეხებს უერთდება, მაგრამ მათი საქციელით გულგატეხილი, მჩაგვრელთა წინააღმდეგ მარტო განაგრძობს ბრძოლას.