1920-იანი

„უაილდ ვესტის“ მხედარი (ვინ არის დამნაშავე?)

ფილმი გადაღებულია ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.დასავლეთ საქართველოდან ახალგაზრდა გლეხი სიკო, გამდიდრების სურვილით, მოჯირითეთა ჯგუფთან ერთად ამერიკაში მიემგზავრება. შინ დაბრუნებული „უაილდ-ვესტის“ მხედარი აღმოაჩენს, რომ შვილი გარდაეცვალა და ცოლი მისი მეზობლისგანაა ფეხმძიმედ. სასოწარკვეთილი კაცი სახლს გადაწვავს და თვითონაც იღუპება.